საზოგადოება
29.08.2022 11:26
ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია მალე დაიწყება და 2023 წელს დასრულდება - გორის მერია

გორში, ბაგრატიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. როგორც ცნობილია, სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 998 მეტრია და პროექტი, გზის სავალი ნაწილის გარდა, ეზოში შესასვლელებისა და ტროტუარების მოწყობასაც ითვალისწინებს.

დაგეგმილი სამუშაოებისთვის გათვალისწინებული სავარაუდო ხარჯი 816 165 ლარია.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს უნდა დასრულდეს. სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადაა 2022 წელში - ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღე, ხოლო 2023 წლში - 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღე (ამავე წლის 01 მარტიდან).

ცნობისთვის, ბაგრატიონის ქუჩაზე ამ მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ათეული წელია არ ჩატარებულა.

კვირის ამბები