ევროპაში ელექტროენერგიის ფასებმა მიმდინარე კვირაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ექსპერტების განცხადებით, ელექტროენერგიის გაძვირება გაზის საფასურის მატების პარალელურად მოხდა რაც კრიზისულ სიტუაციას ქმნის.
ბელგიის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებს 5-10 წელი საშინელი ზამთარი ელოდებათ, თუ ბუნებრივი აირის ფასების შესამცირებლად არაფერი გაკეთდება.
ტინ ვან დერის თქმით, გაზისა და ელექტროენერგიის ფასებს შორის კავშირი და დენზე ფასების მატება ხელოვნურია და სერიოზულ შესწავლას საჭიროებს.
აღნიშნულ საკითხზე განცხადება გააკეთა ავსტრიის კანცლერმაც. კარლ ნეჰამერი ენერგეტიკულ ბაზარზე ამჟამად არსებულ სიტუაციას ,,სიგიჟეს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს.
„უნდა შევაჩეროთ ეს სიგიჟე, რომელიც ახლა ხდება ენერგეტიკულ ბაზრებზე, არ შეიძლება მივცეთ პუტინის უფლება, განსაზღვროს ევროპის ელექტროენერგიის ფასი“, - აღნიშნავს ნეჰამერი.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც რუსეთს სანქციები დაუწესდა უკრაინაში შეჭრის გამო, ევროკავშირის ქვეყნებში გაზისა და ელექტროენერგიის საფასური ყოველდღიურად იმატებს.