საზოგადოება
26.08.2022 14:38
მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გორის მერია 14 პროექტს ახორციელებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2022 წელს 13 საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, უწყება, ზემოხსენებულ ორგანიზაციებთან ერთად 14 სოციალურ პროექტს ახორციელებს.

„სოციალური პროექტების დასაფინანსებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 296 027 ლარი გამოიყო და ფინანსდება ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც თავისი პროექტების განხორციელებით ხელს უწყობენ გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - აცხადებენ გორის მერიაში.

პროექტები ითვალისწინებს: მზრუნველობას მოკლებული მოხუცების შინმოვლას (20 ბენეფიციარი); შშმ ბავშვების დღის ცენტრით მომსახურებას (25 ბენეფიციარი); მზრუნველობას მოკლებული სოციალურად დაუცველი ბავშვების საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას (60 ბენეფიციარი); 0 – დან 7 წლამდე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური უნარების განვითარების ხელშეწყობას (60 ბენეფიციარი); მარტოხელა და სიღარიბის ზღვარს მიღმა სხვადასხვა საჭიროების მქონე მოხუცების შინმოვლის ხელმისაწვდომობის გაზრდას (200 ბენეფიციარი); შინმოვლის საჭიროების მქონე მოქალაქეების შესაბამისი სერვისებით, მედიკამენტებით, ჰიგიენური საშუალებებითა და საყოფაცხოვრებო მომსახურებით უზრუნველყოფას (90 ბენეფიციარი);

დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ხანდაზმულების სოციალურ ინკლუზიას, რესოციალიზაციას და რეაბილიტაციას. ასევე, მარტოხელა სოციალურად დაუცველი მოხუცებისთვის დღის ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფას (104 ბენეფიციარი);

სხვადასხვა კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფების ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში ჩართვის უზრუნველყოფას (1000 ბენეფიციარი);

საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი ვეტერანების სამედიცინო - სარეაბილიტაციო კურსები ზღვისპირა კურორტზე (20 ბენეფიციარი);

დევნილი, სოციალურად დაუცველი მოზარდების რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციას (20 ბენეფიციარი);

სოციალურად დაუცველი და უნარშეზღუდული მოქალაქეებისთვის ცხელი საკვების მიწოდებას, საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას და სოციალური კონსულტაციით დახმარებას (20 ბენეფიციარი);

სოციალურად დაუცველი საოჯახო სახლის აღსაზრდელების დასვენებას ზღვისპირა კურორტზე (40 ბენეფიციარი);

სოციალურად დაუცველი უკიდურესად გაჭირვებული მოხუცის თავშესაფრით უზრუნველყოფას (16 ბენეფიციარი);

შშმ ბავშვების სამედიცინო - სარეაბილიტაციო კურსებს ზღვის კურორტზე (20 ბენეფიციარი).

კვირის ამბები