გორში, მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეუწყდა, როგორც ცნობილია, წყლის შეწყვეტა მაგისტრალური მილის დაზიანებამ გამოიწვია.
წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ წყლის მიწოდება დღის ბოლოსთვის აღდგება. აღნიშნულის შესახებ, აბონენტებს უკვე გაეგზავნათ შეტყობინებები.