ბოსნია-ჰერცოგოვინას დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დავით ქარელმა (-60) და საბა სამადაშვილმა (-66) ოქროს მედლები მოიპოვეს. ორივე მათგანი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
დავით ქარელმა პოლონელი, სლოვაკი, უნგრელი და ყაზახი მეტოქეების დამარცხების შემდეგ, ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ნიზამი იმრანოვი იპონით დაამარცხა. ფინალში კი, გორელი სპორტსმენის მოწინააღმდეგე ფრანგი რეი კელვინი იყო, რომელიც ქართველმა ძიუდოისტმა ეფექტური გდებით დაამარცხა.
საბა სამადაშვილმა საუდის არაბეთის, ყაზახეთისა და იტალიის წარმომადგენლები დაამარცხა. მან ნახევარფინალში ფრანგი ალექსის რენარი დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი, უზბეკ შოჟახონ ოტაბოევს იპონით სძლია.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს