დღეს, 26 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო, საზაფხულო პროექტების ფარგლებში, „ელექტრონული მუსიკის საღამოების“ დასკვნით ღონისძიებას გამართავს.
ადგილობრივი და მოწვეული არტისტების მონაწილეობით, აქტივობა ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე (26 მაისის სანაპირო, ლომჭაბუკის ძეგლის სკვერი) გაიმართება.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, მუსიკალურ შემოქმედებითი საღამო 22:00 საათზე დაიწყება და მსმენელის წინაშე წარდგებიან: LONEX, FELON, B2B, NEXES და LEON.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, პროექტი მიზნად ისახავს ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციასა და აღნიშნულ მუსიკალურ ჟანრში მომუშავე, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები არტისტების ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობას, ასევე, მოსწავლე - ახალგაზრდებში ჯანსაღი გართობის წესის დანერგვის ხელშეწყობას.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში