გორის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს სამარიტელთა კავშირთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 20 ბენეფიციარს საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაში ეხმარება. პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები გორის მუნიციპალიტეტის მერმა, თამაზ შიოშვილმა მოინახულა.
პროექტი სოციალურად დაუცველი და გადაადგილებაშეზღუდული მოქალქეებისთვის ცხელი სადილის მიწოდებას, მცირე სამედიცინო მანიპულაციებსა და მათთვის საჭირო კონსულტაციების გაწევას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტის ფინანსური მხარდამჭერი გორის მერია გახლავთ. პროექტი მერიის „სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, ამავე პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს კიდევ 13 პროექტი დაფინანსდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 296 027 ლარი გამოიყო. თითოეული მათგანი ითვალისწინებს სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის შინმოვლის სერვისით, სამედიცინო-სარეაბილიტაციო კურსებით, დღის ცენტრების მომსახურებით, თავშესაფრითა და საკვებით უზრუნველყოფას.