საზოგადოება
25.08.2022 14:16
ბობნევის საზაფხულო ბანაკი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებმა მოინახულეს
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე საკრებულოს წევრებთან ერთად, ბობნევის საზაფხულო ბანაკს ეწვია და ახალგაზრდებს საჩუქრები გადასცა. სტუმრები, ასევე, ბანაკის საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და ახალგაზრდების მიერ მოწყობილ ღონისძიებას დაესწრნენ.

ტანას ხეობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ჯამში 150 ახალგაზრდა ისვენებს.

„საზაფხულო ბანაკში“ პროექტის ბენეფიციარები, საველე პირობებში - კარვებში ცხოვრებას სწავლობენ და ლაშქრობებში, სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში მონაწილეობენ.
კვირის ამბები