საზოგადოება
25.08.2022 13:32
მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თანამშრომლებსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა გაიმართება
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მიწის რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს.
31 აგვისტოს 11:00 საათზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თანამშრომლებსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა გორის თეატრის ეზოში გაიმართება.

დაინტერესებული პირები, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს სპეციალისტებისგან მიიღებენ.

შეგახსენებთ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2024 წლის ბოლომდე სისტემურ რეგისტრაციას ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენადა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.
კვირის ამბები