საზოგადოება
25.08.2022 13:26
როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი - სასწავლო კურსი ბიზნესით დაინტერესებული პირებისთვის

19 სექტემბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე გორში, ბიზნესით დაინტერესებული პირებისთვის, სასწავლო ტრენინგ-კურსი გაიმართება.

როგორც ცნობილია, ბიზნესის დაწყების მსურველებმა, სემინარში ჩასართავად, სპეციალური აპლიკაცია უნდა შეავსონ.

ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეებს.

ცნობისთვის, ტრენინგები გორში, ადმინისტრაციული შენობის დარბაზში (სტალინის გამზირი, N16) გაიმართება და სასწავლო კურსის დასახელება „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი“ გახლავთ.

სემინარების კურსის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი. შეხვედრა სსიპ აწარმო საქართველოში, სსიპ სოფლის განვითარების სააგენტოსა და  გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ჩატარდება.

სასწავლო კურსი მიზნად ისახავს მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლებას, სახელმწიფო პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარებასა და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერებას.

დაინტერესებულ პირებს აპლიკაციის შევსება შეუძლიათ ბმულზე.

 

კვირის ამბები