საზოგადოება
25.08.2022 13:00
გორში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა
გერმანიის საელჩოს დაფინანსებით, გორში მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი სუსანა რაკი ესწრებოდა.

რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამა, „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრის“ ბაზაზე გერმანიის საელჩოს დაფინანსებით გაიხსნა.

რაც შეეხება პროგრამის მიზანს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაციაა. პროექტით სარგებლობას 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირები შეძლებენ.
კვირის ამბები