სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარებისათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა 1-ლი სექტემბრიდან განახლდება. როგორც უწყებაში აცხადებენ, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებში ჩართულ ფერმერებს შეუძლიათ.
„თუ გსურთ თქვენ მიერ წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდა, ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ თანადაფინანსება შემდეგი მიმართულებებით: საკონსულტაციო მომსახურება და ტრენინგები; პროდუქციის ბრენდირება და შეფუთვა; სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვა და ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი ან/და გადამამუშავებელი ბიზნეს ოპერატორის აღიარების მინიჭება. განაცხადების მიღება 1 სექტემბრიდან განახლდება“, - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში