საზოგადოება
24.08.2022 13:30
ქვემო სობისის საჯარო სკოლა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისის საჯარო სკოლა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. შესაბამისი განცხადება უკვე განთავსებულია პორტალზე teacherjobs.ge.

განცხადების პირობების თანახმად, ვაკანტური პოზიცია კვირაში 10-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას V, VI კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. რაც შეეხება ანაზღაურებას, თვეში 300-350 ლარია მითითებული.
კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. მსურველებს განაცხადების წარდგენის ვადა 3 სექტემბერს ეწურებათ. რაც შეეხება სამუშაოს დაწყების თარიღს, შერჩეული კანდიდატი მოვალეობის შესრულებას 2022 წლის 15 სექტემბრიდან შეუდგება.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
კვირის ამბები