საზოგადოება
24.08.2022 12:45
ბორჯომში ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო
საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის ქრობის პროცესში თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო. გარდა ამისა, დღესვე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში კიდევ ორი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი და რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელი ჩაერთვება.

ოპერატიული მართვის შტაბის ინფორმაციით, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ, მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო, ადგილზე ისევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები. მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით თითქმის ყველა აქტიურ კერამდე მისასვლელი გზა უკვე გაყვანილია.

მობილიზებულია ყველა შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა და დრონებით გრძელდება ხანძრის მონიტორინგი.
კვირის ამბები