საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის საბავშო ბაღში დამატებითი ჯგუფი გაიხსნა. როგორც გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში აცხადებენ, ახალი სააღმზრდელო ოთახები სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით და პატარები სწავლას უკვე შეუდგნენ.
„კერძოდ, ბაღს დაემატა ერთი ჯგუფი, რომელიც 4-5 წლის ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. პატარები აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებაში ორი სოფლიდან - ქვეშიდან და არცევიდან დადიან. ამ დრომდე,
ბაგა-ბაღი არსებული კონტიგენტის სრულად მიღებას ვერ აკმაყოფილებდა და ამიტომ, დამატებითი ჯგუფის გახსნა გახდა საჭირო. სოფელ ქვეშის ბაღში 78 აღსაზრდელი ირიცხება, აქედან, ახალგახსნილ ფლიგერში 25 მოსწავლე გადანაწილდა,“ - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლიანა კოვზიაშვილმა.
კოვზიაშვილის თქმით, ქვეშის საბავშვო ბაღი, პირველად, 2016 წელს გარემონტდა. ამჯერად კი, სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების, ეუთოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, „ზრდა“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა.