კულტურა
23.08.2022 15:41
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ პირველიდან 6 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზის“ ჩატარების თარიღი ცნობილია - მე-10 საიუბილეო ღონისძიება პირველიდან 6 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ტრადიციულად, წელსაც გაიმართება საუბრები ანიმაციასა და ზოგადად, კინოხელოვნებაზე, ჩატარდება კულტურული და შემოქმედებითი საღამოები, გამოფენები, ლექციები, მასტერ-კლასები. ფესტივალის მონაწილეებისა და უცხოელი სტუმრებისათვის იგეგმება სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ისინი უფრო ახლოს გაეცნობიან ქართულ კულტურას და საქართველოს ისტორიას.

„მშვიდობა ყველა ჩვენგანს! სხვა სიტყვები ვერ შევარჩიე ფესტივალის 10 წლისთავის მისალოცად. ეს თითქოს აღსანიშნავი თარიღი მოდის ყველაზე საშინელი ომის დროს, რაც ახლა ხდება მსოფლიოში - უსამართლობა, ნგრევა, დევნა, მკვლელობა...
მშვიდობა გვქონოდეს ყველგან - მშვიდობა გვქონოდეს უკრაინაში!...

წლევანდელ ფესტივალზე ვიკრიბებით არა გართობისა და მსუბუქი სიამოვნებისთვის, არამედ ფიქრისთვის და მოქმედებისთვის“, - აღნიშნავს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ.
კვირის ამბები