23.08.2022 15:17
„ელექტრონული მუსიკის საღამოების“ დასკვნით ღონისძიება 26 აგვისტოს გაიმართება
26 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო, საზაფხულო პროექტების ფარგლებში, „ელექტრონული მუსიკის საღამოების“ დასკვნით ღონისძიებას გამართავს.
ადგილობრივი და მოწვეული არტისტების მონაწილეობით, აქტივობა ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე (26 მაისის სანაპირო, ლომჭაბუკის ძეგლის სკვერი) გაიმართება.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, მუსიკალურ შემოქმედებითი საღამო 22:00 საათზე დაიწყება და მსმენელის წინაშე წარდგებიან: LONEX, FELON, B2B, NEXES და LEON.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, პროექტი მიზნად ისახავს ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციასა და აღნიშნულ მუსიკალურ ჟანრში მომუშავე, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები არტისტების ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობას, ასევე, მოსწავლე - ახალგაზრდებში ჯანსაღი გართობის წესის დანერგვის ხელშეწყობას.