საზოგადოება
23.08.2022 11:50
გორში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ცენტრის პრეზენტაცია გაიმართება
გერმანიის საელჩოს დაფინანსებით, გორში მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ცენტრის პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში“ აცხადებენ, ცენტრის პრეზენტაცია 24 აგვისტოს 12:00 საათზე იგეგმება.
„პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საელჩოს მიერ. პრეზენაციას დაესწრებიან როგორც გერმანიის საელჩოს წარმომადგენლობა, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები“, - აცხადებენ „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში“.
კვირის ამბები