ზაფხული კონდიციონერის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა, ამ მოწყობილობას კომფორტის გარდა უსიამოვნებებიც მოაქვს, რის გამოც, ექიმები გირჩევენ მათი მოხმარებისას გარკვეულ წესებს დაემორჩილოთ.
რომელი დავადებების რისკებს ზრდის კონდიციონერით გაგრილებული ჰაერი? - სპეციალისტების განმარტებით, რისკ ფაქტორს გარეთ არსებულ ცხელ ჰაერსა და შინ შენარჩუნებულ ცივ ჰაერს შორის არსებული განსხვავება განაპირობებს. ერთი შეხედვით ამ უბრალო მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს უამრავი პრობლემა: პნევმონია; სინუსიტი; ტონზილიტი; ცისტიტი; ტემპერატურის ცვალებადობა ამწვავებს ჰერპესს; შეიძლება გახდეს ნევროლოგიური პრობლემებისა და მწვავე კუნთოვანი სპაზმის მიზეზიც.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, კონდიციონერი იწვევს ჰაერის დეიონიზაციას, ამასთან, მისი ფილტრები ბინძურდება და საჭიროა პერიოდულად მათი გასუფთვება ან გამოცვლა.
„იმ დაავადებებიდან, რომელსაც კონდიციონერის იწვევს, განსაკუთრებით საშიშია ლეგიონელოზი. ზოგიერთი კონდიციონერის წყლის გარემოში მრავლდება ბაქტერია ლეგიონელა, რომელიც გაციებულ ჰაერთან ერთად ხვდება გარემოში და იწვევს ლეგიონელოზს. ის სიმპტომებით მოგვაგონებს ფილტვების ანთებას ან ბრონქიტს. ლეგიონელოზი მკვეთრად საზონური დაავადებაა - ძირითადად ზაფხულში იფეთქებს ხოლმე. უკავშირდება კონდიციონერების ინტენსიურ ამუშავებას. გაციების სისტემაში გროვდება კონდენსატი, ზაფხულის მზე ახურებს მას 30-35 C-ზე და ლეგიონელებისთვის გამრავლების საუკეთესო პირობები იქმნება. ზოგადად, კონდიციონერის ჩართვისას ოთახის ჰაერი ღარიბდება ჟანგბადით, რაც ცუდად მოქმედებს ადამიანის და, მით უფრო, ბავშვის ჯანმრთელობაზე. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, გაითვალისწინეთ, ნუ დასხდებით
კონდენციონერისკენ ზურგით, იზრუნეთ, რომ ჰაერი მაღლა იყოს მიმართული და უშუალოდ თქვენსკენ არ მოედინებოდეს და ამასთან, საათში ერთხელ კონდიციონერი უნდა გამორთოთ და ოთახი გაანიავოთ“, - აცხადებენ მედიკოსები.
და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე კონდენციონერები იმდენად მაღალტექნოლოგიურია, რომ საშიშროება მაქსიმალურადაა შემცირებული. მედიკოსები ამბობენ, რომ გაყინულ და გამომშრალ ოთახში დიდხანს ყოფნა არაა რეკომენდებული და გვირჩევენ, კონდენციონერით მხოლოდ დღის იმ მონაკვეთში ვისარგებლოთ, როცა ქუჩაში ჰაერის ტემპერატურა განსაკუთრებით მაღალია. ამასთან, გარემოსა და ოთახის ტემპერატურათა შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 4-5 C-ს, ანუ როდესაც გარემოს ტემპერატურა 30 C-ია, ოთახში 24-25 C უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში გამორიცხულია გადახურების ან გადაციების რისკი.