საზოგადოება
22.08.2022 11:53
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა დამატებითი რეგისტრაცია დღეს იწყება

2022-2023 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, აღსაზრდელთა დამატებითი რეგისტრაცია დღეს, 22 აგვისტოს 12:00 საათზე დაიწყება და 26 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, ზემოხსენებულ ეტაპზე დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვები, ვისაც 2022 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდება 2 წელი.

„ქალაქში მდებარე ბაგა–ბაღებში რეგისტრაცია მოხდება ელექტრონულად, შემდეგ ელ.მისამართზე: www.gorikids.ge , ხოლო რაიონის ბაღებში ჩასარიცხად განცხადება დაიწერება ადგილობრივი ბაღის დირექტორთან. ელექტრონული რეგისტრაციის მომენტში დაგჭირდებათ ბავშვის დაბადების მოწმობა, რათა მონაცემები სწორად იქნას შევსებული, ხოლო მას შემდეგ, რაც წარმატებით გაივლით რეგისტრაციას, საჭირო დოკუმენტებს წარადგენთ სააგენტოში. დოკუმენტების წარდგენას შეძლებთ 29 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით. რეგისტრაციის გადამოწმებას შეძლებთ იგივე ელ.მისამართზე, რეგისტრაციის გადამოწმების  ველში ბავშვის პირადი ნომრის ჩაწერით“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს, საჭიროა:

 ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა; ორი ფოტოსურათი (3X4); მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი; რაიონის ბაღის შემთხვევაში, მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა N100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია.

 

კვირის ამბები