საზოგადოება
22.08.2022 11:43
გორის მერია კიდევ ერთ ახალგაზრდულ პროექტს იწყებს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ახალგაზრდებისთვის კიდევ ერთი პროექტი იწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, ასოციაცია „ჰერა XXI“ პროექტს „ახალგაზრდები ჯანსაღი მომავლისთვის“ ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების უნარ-ჩვევების შესახებ საინფორმაციო სესიების ჩატარებას გეგმავს. პროექტი მიზნად ისახავს, ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული არაფორმალური, საგანმანათლებლო ღონისძიებების საშუალებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ცნობისთვის, პროექტის ფინანსური მხარდამჭერი გორის მუნიციპალიტეტის მერია გახლავთ. აქტივობაში მონაწილეობა შეუძლიათ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს. სესიები ჩატარდება გორში, აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით.

კვირის ამბები