გორის მუნიციპალიტეტის მერი, ბაკურიანში, გორელი ახალგაზრდებისთვის გახსმილ საზაფხულო ბანაკს სტუმრობდა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბანაკის პირველი ნაკადის წევრების მომზადებულ დასკვნით ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი, ახალგაზრდების დასმულ კითხვებსაც უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ ბაკურიანში, გორელი ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკის მოწყობის ინიციატივა სწორედ ვლადიმერ ხინჩეგაშვილა ეკუთვნის. ბანაკი, კონკურსით შერჩეულ 200 ბენეფიციარს ოთხ ნაკადად უმასპინძლებს. თითოეულ ნაკადზე 50 მონაწილე მიემგზავრება. ისინი ბაკურიანში ოთხ სრულ დღეს რჩებიან. პირველი ნაკადი ბანაკში 15 აგისტოს გაემგზავრა.
ბანაკის წევრები გაივლიან სხვადასხვა შინაარსის სასწავლო ტრენინგებს, მათ შორის: სტრესის მართვა, ეფექტური კომუნიკაცია, სამოქალაქო აქტივიზმი და მისი ფორმები, ადგილობრივი პრობლემების ანალიზი და ადვოკატირება. ამასთან, მიმდინარე პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებიც.
პროექტი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, წელს პირველად ხორციელდება.