საზოგადოება
19.08.2022 11:21
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ურეკში საზაფხულო ბანაკი მოეწყო

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა, ურეკში, საზაფხულო ბანაკში, რამდენიმე დღე გაატარეს.

პროექტი ა(ა)იპ გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ინიციატივით ხორციელდება და მისი ფინანსური მხარდამჭერი გორის მუნიციპალიტეტის მერია გახლავთ.

მიმდინარე წელს, პროექტში კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის 25 ბენეფიციარი ჩაერთო. შშმ პირებმა, მშობელთან ერთად, ადაპტირებულ სარეაბილიტაციო ცენტრში დაისვენეს და სამკურნალო მაგნიტური ქვიშის თერაპია ჩაიტარეს.

აღნიშნული პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამიდან ფინანსდება და ბოლო 10 წელია ხორციელდება. როგორც მერიაში განმარტავენ, პროექტი შშმ ბავშვების რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას ისახავს მიზნად.

კვირის ამბები