გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში 90 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდება.
შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. როგორც ცნობილია, დაგეგმილი სამუშაოებისთვის გათვალისწინებული სავარაუდო ხარჯი 773 555 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვეში უნდა დასრულდეს. ამასთან, პროექტის თანახმად, შენობის მშენებლობის გარდა, სააღმზრდელო დაწესებულების ეზოს კეთილმოწყობაც იგეგმება.
ცნობისთვის, რამდენიმე ათეული წელია, ახალდაბაში საბავშვო ბაღი სოფელში არსებულ საერთო საცხოვრებელში ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე, სააღმზრდელო დაწესებულებაში სკოლამდელ განათლებას 40-მდე ბავშვი იღებს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში