საზოგადოება
08.01.2020 14:12
მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე საჭის გადატანა იკრძალება

მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი ავტომობილების მფლობელებისთვის ახალი რეგულაციები 2020 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება. კერძოდ, თუ მძღოლი ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საჭის გადატანასა და ტექინსპექტირების გავლას 2020 წლის პირველ აპრილამდე მოასწრებს, მისი ავტომობილი ტექინსპექტირებას შემდგომ წლებშიც ჩვეულებრივ გაივლის. შემდგომ პერიოდში კი, ავტომობილებზე საჭის გადატანა იკრძალება.

კიდევ ერთი სიახლე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მაშუქებთან დაკავშირებით - აპრილამდე, მძღოლებს მიმართულების შესაცვლელად შესაბამისი სტიკერების გამოყენებით შეუძლიათ ტექინსპექტირების გავლა, ამის შემდეგ კი, ფარების შეცვლის ვალდებულება ექნებათ.
კვირის ამბები