საზოგადოება
18.08.2022 11:05
ახალგაზრდობის დღეების ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერი ახალგაზრდებს შეხვდა

გორში მიმდინარე ახალგაზრდობის დღეების ფარგლებში, პროგრამა FID მონაწილე ახალგაზრდები, მუნიციპალიტეტის მერს, ვლადიმერ  ხინჩეგაშვილს და მის მოადგილესს, თამაზ შიოშვილს შეხვდნენ.

ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებმა მუნიციპალიტეტის პირველი პირებისგან მოისმინეს იმ დაგეგმილი აქტივობების შესახებ, რომლებიც ახალგაზრდებისთვის საინტერესო და რელევანტურია.

ამასთან, მერმა ახალგაზრდების კითხვებსაც უპასუხა. კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიჟღერა ისეთმა შეკითხვებმა, როგორიცაა ახალგაზრდების დასაქმება, ახალგაზრდული სივრცეების მხარდაჭერა, ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება და ა.შ.

ცნობისთვის, შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამის (FID) ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია, შვედეთის გაეროს ასოციაციის ფინანსური მხარდაჭრით ახორციელებს. პროგრამის პარტნიორი შიდა ქართლში „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი“ გახლავთ.

კვირის ამბები