საზოგადოება
18.08.2022 10:28
შენგენის ზონის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებს დღეიდან ესტონეთში აღარ შეუშვებენ

რუსეთის ფედერაციის 25 000-მდე მოქალაქეს, ვისაც ესტონეთის მიერ გაცემული შენგენის ვიზა აქვს, დღეიდან ესტონეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა.

ჩვენ აღარ მივიღებთ ასეთ ადამიანებს და არ შემოვუშვებთ ესტონეთში, - ამის შესახებ პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ განაცხადა.

ეგერტ ბელიკოვის განცხადებით, შეზღუდვები ვრცელდება ტურისტულ მოგზაურობებზე, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე ვიზიტებზე, ასევე გასართობი მიზნით მოგზაურობებზე.

კვირის ამბები