პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 22 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება.
განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, მიღება გამოცხადებულია საქართველოს მასშტაბით არსებულ საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 200-ზე მეტი დასახელების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. როგორც ცნობილია, გაორმაგებულია ადგილების რაოდენობა ინტეგრირებულ პროგრამებზე, რაც იმას გულისხმობს, რომ 9 კლასის დასრულების შემდეგ, მოზარდებს სრული ზოგადი განათლების მიღებისა და პარალელურად, პროფესიის შეძენის შესაძლებლობა აქვთ. როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს, 1400 ადგილია გამოყოფილი სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის.
შეგახსენებთ, რომ დაინტერესებულ პირებს, გორში პროფესიული განათლების მიღება ორ საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეუძლიათ - კოლეჯი „განთიადი“ და სსიპ-გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი.
რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ, ვებ.გვერდზე - vet.emis.ge.