საზოგადოება
17.08.2022 14:12
მასწავლებელთა გამოცდების შედეგები კიდევ ექვს საგანში გამოქვეყნდა

გეოგრაფია (VII-XII კლასები), დაწყებითი საფეხური (I-IV კლასები - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება), ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI კლასები), მათემატიკა (I-VI კლასები), ბუნებისმეტყველება (I-VI კლასები), უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა - naec მასწავლებელთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას აგრძელებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, დღეს, 17 აგვისტოს, მასწავლებლების  ტესტირების შედეგები და შეფასების სქემები გამოაქვეყნა.

აპლიკანტებს გეოგრაფიის (VII-XII კლასები), დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასები - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება), ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI კლასები), მათემატიკის (I-VI კლასები), ბუნებისმეტყველებისა (I-VI კლასები) და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის შედეგების გაგება უკვე შეუძლიათ.

საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდი.

პირად გვერდზე გამოჩნდება თითოეული ნაშრომის ასლი და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი ქულა.

naec-ის ინფორმაციით, მასწავლებლებს მიღებული ქულის გასაჩივრება ყველა საგნის შედეგის გამოქვეყნების დასრულებისთანავე შეეძლებათ.

კვირის ამბები