საზოგადოება
17.08.2022 12:43
უახლოესი 10 დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში კვლავ უნალექო ამინდი და მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი

სინოპტიკოსების ცნობით, მაღალი ტემპერატურა, უნალექო ამინდი და პერიოდულად ქარი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვის ბოლომდე შენარჩუნდება.

დღეს, 17 აგვისტოს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +35 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია ქარიც 12 მ/წ-მდე.

18-დან 26 აგვისტოს ჩათვლით კი, გორში მოსალოდნელია +31-33 გრადუსამდე სიცხე და უნალექო ამინდები, ამასთანავე, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, პერიოდულად მოიმატებს ქარის სიჩქარე და 9-დან 12 მ/წ-მდე დაფიქსირდება.

შეგახსენებთ, მოსალოდნელ ამინდებთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და მოსახლეობას მოუწოდა, რომ შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, მოქალაქეებმა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

კვირის ამბები