საზოგადოება
17.08.2022 12:09
ბავშვებში ნაწლავთა ვირუსული ინფექციის შემთხვევები გახშირებულია - ლია ლაზარაძე

საკმაოდ მაღალია მომართვიანობა ბავშვებში ნაწლავთა ვირუსული ინფექციებით, შემთხვევბი სხვადასხვა სიმძიმისაა, - ამის შესახებ GMnews-ს დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარაძემ განუცხადა.

ლაზარაძის ინფორმაციით, სტატისტიკურად, ინფექციის შემთხვევები, უფრო მეტად, საზღვაო კურორტებიდან დაბრუნებულ ბავშვებში ფიქსირდება.

,,მაღალია მომართვიანობა ნაწლავთა ვირუსული ინფექციებით. ამ ეტაპზე, ძირითადად, ორი პათოლოგია გვხვდება: I - გულისრევა-პირღებინება და II - ნაწლავთა ვირუსული ინფექცია. მიმდინარეობა საშუალო სიმძიმისაა, მკურნალობის მეთოდის შერჩევა კი ხდება შეფასების სიმძიმის მიხედვით - გააჩნია ანამნეზს. შედარებით მსუბუქ შემთხვევაში, გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ხდება ამბულატორიული მკურნალობა, იმ შემთხვევაში კი, როცა სახეზეა მიმდინარეობის რამდენიმედღიანი ანამნეზი, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, პაციენტი ექვემდებარება სტაციონარულ მკურნალობას. ინფექციის შემთხვევები, უფრო მეტად, საზღვაო კურორტებიდან დაბრუნებულ ბავშვებში ფიქსირდება“, - აღნიშნა ლია ლაზარაძემ.  

კვირის ამბები