სპორტი
17.08.2022 11:47
„შიდა ქართლის თამაშები 2022“-ის ფარგლებში მუნიციპალური პირველობა მინიფეხბურთში - ტურნირში 20 გუნდია ჩართული

მუნიციპალური პირველობა მინიფეხბურთში ხელთუბნის სპორტულ მოედანზე გაიხსნა. ერთმანეთს ადგილობრივი და ზეღდულეთის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით - 8:2 დასრულდა.

როგორც ცნობილია, ტურნირი ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებს შორის, ოლიმპიური სისტემით ტარდება და მასში 20 გუნდია ჩართული.

ტურნირის დასრულებისას გამოვლინდება 3 პრიზიორი გუნდი. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ გუნდებს გადაეცემათ ფულადი პრიზები და შესაბამისი სიგელები. ამასთან, პირველი ადგილის მფლობელი გუნდი დაჯილდოვდება მერიის თასით და 3000 ლარით, მეორე ადგილზე გასული გუნდი 2000 ლარს მიიღებს, ხოლო მესამე ადგილის პრიზიორს 1000 ლარი გადაეცემა.

აღნიშნული პირველობა „შიდა ქართლის თამაშები 2022“-ის ფარგლებში ხორციელდება. ეს გახლავთ პროექტის ფარგლებში გამართული მესამე აქტივობა, უკვე ჩატარდა მარათონული სირბილი და შინდისის გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. ამასთან, თამაშები შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება.

 

კვირის ამბები