საზოგადოება
08.01.2020 13:20
მსოფლიოს კეთილი ნების ელჩი, ლაპლანდიელი სანტა კლაუსი დიცში ჩავიდა
საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ დიცის საჯარო სკოლას მსოფლიოს კეთილი ნების ელჩი, სანტა-კლაუსი ეწვია. ლაპლანდიელმა სტუმარმა, ადგილობრივ მაცხოვრებლებს შობა-ახალი წელი მიულოცა და პატარებს ტკბილეული და საჩუქრები გადასცა.
საახალწლო ღონისძიების შემდეგ, სანტამ ელფებთან ერთად მავთულხლართებთან გადაინაცვლა, სადაც ოკუპაციის მძიმე შედეგებზე ისაუბრა.
„საკუთარი ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, კარგად ვიცი, რას ნიშნავს რუსეთის გარეშე ცხოვრება. ამიტომაც, ფინელი ხალხის სახელით გიცხადებთ თანადგომას და დარწმუნებული ვარ, ეს ხაზი მალე მოიშლება. ჩვენ აუცილებლად გვექნება ერთიან საქართველოში უპრობლემოდ გადაადგილების საშუალება. გისურვებთ, რომ 2020 წელი საქართველოსთვის მშვიდობის და გამთლიანების წელი ყოფილიყოს,” – აღნიშნა ფინელმა სანტა კლაუსმა.
საქართველოში სანტა 9 იანვრამდე დარჩება. ამ ხნის განმავლობაში, იგი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს მოივლის და დედაქალაქს ესტუმრება.
კვირის ამბები