დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 7 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით, 74 398 ტესტი ჩატარდა და კორონავირუსით ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდ-19-ს კიდევ 6 პაციენტი ემსხვერპლა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 12 766 პირი.