გორის №7 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ვაკანსიაა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ.გვერდზე გამოქვეყნებული ვაკანსიის პირობების მიხედვით, აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ჰქონდეს უმაღლესი განათლება მასწავლებლობის უფლებით; სასურველია ჰქონდეს მუშაობის, მოხალისეობის ან სტაჟირების გამოცდილება (არსებობის შემთხვევაში წარმოადგინოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი); სასურველია ჰქონდეს გავლილი ტრენინგ-კურსები ინკლუზიური განათლების საკითხებზე; ფლობდეს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების კანონზომიერებების და დარღვევების შესახებ. ჰქონდეს მინიმალური კომპეტენცია ასისტირების სტრატეგიების და ქცევის მართვის საკითხებზე.
ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: პირადობის მოწმობის ასლი; განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; შესაბამისი სერტიფიკატის ასლი (არსებობისას); სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია (არსებობისას).
რაც შეეხება პირობებს, აღნიშნული ვაკანსია კვირაში 30 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს, ანაზღაურება კი, 320 ლარი გახლავთ.
ცნობისთვის, კონკურსი ტარდება 2 ეტაპად - პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მეორე ეტაპზე კი, ჩატარდება გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს არსებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების ვადა 2 სექტემბერს ეწურებათ.