გორის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტი 2022“-ის ფარგლებში 41 პროექტი განხორციელდება. როგორც ცნობილია, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევას ადგილობრივი მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ახორციელებს.
მიმდინარე წელს, პროგრამის ბიუჯეტი 3 მილიონ ლარამდეა, რომელიც 28 ადმინისტრაციულ ერთეულზე თანაბრად ნაწილდება.
2022 წელს დაგეგმილი პროექტების განხორციელების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერები გამოაცხადა:
გორში, მუსხელიშვილის ქუჩაზე სპორტული მოედანი მოეწყობა, რისთვისაც 99 345 ლარია გათვალისწინებული;
გორში, შინდისის გმირების გამზირზე, N24-ის მიმდებარედ სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელედება, სავარაუდო ღურებულება 74 965 ლარი;
ქვახვრელში ჩოგბურთის და კალათბურთის მოედნის მოწყობის სამუშაოებისთვის 66 845 ლარია გათვალისწინებული;
ხიდისთავში არსებული სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები - 106 240 ლარი;
ტირძნისში სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები - 164 150 ლარი;
ბერშუეთში სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები - 129 425 ლარი;
არბოში სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები - 130 610 ლარი;
ატენში სკვერების მოწყობისა და ბოშურში ფანჩატურის მოწყობის სამუშაოები - 76 215 ლარი;
ახალდაბაში, გორში კომბინატისა და წმინდა წყლის დასახლებებში, სკვერების მოწყობის სამუშაოები - 155 080 ლარი;
კოშკაში, ტყვიავში და სათემოში სკვერების მოწყობის სამუშაოები - 144 695 ლარი;
ხიდისთავში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის გამაგრებითი და გორში მელიქიშვილის გამზირზე მდინარის გაბიონის მოწყობის სამუშაოები - 114 910 ლარი.
ცნობისთვის, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, პროგრამის ახალგაზრდული კლუბის წევრები გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით აწარმოებენ საჭიროებების კვლევას და კონსულტაციას უწევენ მოსახლეობას სამოქალაქო ბიუჯეტისთვის საინიციატივო წინადადებების მომზადების პროცესში. პროგრამის მიზანია, მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება.