კორონავირუსის გავრცელების მხრივ არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კეთილსაიმედოს უწოდებს.
თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მცირდება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
,,დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აგრძელებს აქტიურ მეთვალყურეობას კოვიდ შემთხვევების გავრცელების დინამიკაზე. ტენდენცია დადებითი და კეთილსაიმედოა, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მცირდება. აღნიშნული პროგნოზი საერთაშორისო ინსტიტუციების შეფასებას ემყარება. ამდენად, სხვა სუბიექტური შეფასებები საფუძველს მოკლებულია და მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის შეფასებებისგან, როგორც ჯანდაცვის პროფესიონალებმა, ისე რიგითმა მოქალაქეებმა, თავი შევიკავოთ“, - აცხადებს თამარ გაბუნია.
ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა გარკვეული განცხადებები კორონავირუსული ინფექციის გავრცელების მოსალოდნელ პიკთან დაკავშირებით.