საზოგადოება
16.08.2022 11:21
სოფელ ატენში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ ატენში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია. მიმდინარე სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. როგორც ცნობილია, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები სოფელში არსებული შიდა გადაადგილების დანიშნულების გზის ორ მონაკვეთზე მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთების ჯამური სიგრძე 880 მეტრია.

გზის ერთი - 540 მეტრიანი მონაკვეთი ფუხანთუბანში მდებარეობს, მეორე მონაკვეთი კი, რომლის სიგრძეც 340 მეტრს შეადგენს, ცომაანთხევს მიუყვება.

პროექტის მიხედვით, იგეგმება ტრანსპორტის სავალი ნაწილის, სანიაღვრეების, ეზოებში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა.

კვირის ამბები