ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და თვითმმართველობის წარმომადგენლები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებს - აბისს, კნოლევს, ავლევსა და ცერონისს ეწვივნენ. ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროექტებს შეეხო. მათთვის პრიორიტეტულ საკითხებსა და საჭიროებებზე ყურადღება გაამახვილეს შეხვედრაზე მისულმა მოქალაქეებმაც.
შეგახსენებთ, რომ რეგიონებში, მსგავსი ფორმატის სამუშაო შეხვედრები მთავრობის ინიციატივით იმართება. მიზანს კი, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების მოსახლეობისთვის გაცნობასთან ერთად, არსებულ პრობლემებზე ინფორმაციის მიღება წარმოადგენს. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მსგავსი სახის შეხვედრები საჭირო და აუცილებელია, რათა სამომავლო პროექტები მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით დაიგეგმოს.