საზოგადოება
15.08.2022 14:12
გორელი ახალგაზრდები ბაკურიანის საზაფხულო ბანაკში გაემგზავრნენ

გორელი ახალგაზრდებისთვის ბაკურიანში გახსნილ საზაფხულო ბანაკში პირველი ნაკადი გაემგზავრა. ახალგარზდები გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა გააცილა.

როგორც ცნობილია, პროექტი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, წელს პირველად ხორციელდება და მისი ინიციატორი გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილია.

პროექტის ფარგლებში, ბანაკი კონკურსით შერჩეულ 200 ბენეფიციარს ოთხ ნაკადად უმასპინძლებს. თითოეულ ნაკადზე 50 მონაწილე გაემგზავრება. ისინი ბაკურიანში ოთხი სრული დღე დარჩებიან.

ბანაკის წევრები გაივლიან სხვადასხვა შინაარსის სასწავლო ტრენინგებს, მათ შორის: სტრესის მართვა, ეფექტური კომუნიკაცია, სამოქალაქო აქტივიზმი და მისი ფორმები, ადგილობრივი პრობლემების ანალიზი და ადვოკატირება. ამასთან, მიმდინარე პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებიც.

ბანაკის მონაწილეთა შესარჩევ კონკურში მონაწილეობა შეეძლოთ გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მე-12 კლასელებს, ასევე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

კვირის ამბები