სამართალი
15.08.2022 10:37
კასპის მუნიციპალიტეტში ერთი კვირის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

სოფელ ქვემო გომიდან 6 აგვისტოს გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს.

რამდენიმედღიანი ინტენსიური ძებნის შედეგად, ბექა რევაზიშვილის ცხედარი სამართალდამცავებმა მდინარე მტკვრის კალაპოტში იპოვეს.

როგორც გარდაცვლილის მეზობლები აცხადებენ, რევაზიშვილს არავისთან არ ჰქონდა არანაირი კონფლიქტი.

კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, კახა კაციაშვილის თქმით, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, მომხდართან დაკავშირებით კი, სოფელში ვერანაირ ვერსიებს ვერ ასახელებენ.

კვირის ამბები