საზოგადოება
07.01.2020 15:09
გორში ალილო გაიმართა

სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, გორში ალილო გაიმართა. მოზეიმეებმა მსვლელობა გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყეს. შობის მახარობლებმა ქალაქის ცენტრალური ქუჩები შემოიარეს და მოსახლეობას შობის საუფლო დღესასწაული მიულოცეს.

ალილოს მსვლელობას, ტრადიციულად, გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია გაუძღვა. საზეიმო რიტუალს შიდა ქართლის გუბერნატორი გიგი ხოჯევანიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილის შეუერთდნენ და ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს.
შეგროვილ ნობათს „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ბენეფიციარებს, უმწეოთა თავშესაფარს და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გაუნაწილებენ.
ალილოს ტრადიცია, 20 წლის წინ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ძალისხმევით აღდგა.

 

კვირის ამბები