საზოგადოება
15.08.2022 10:17
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა

შიდა ქართლს ახალი სახელმწიფო რწმუნებული ჰყავს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ პოსტზე  მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ახალ გუბერნატორს შეხვდა და რეგიონის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

როგორც ცნობილია, მთავრობის მეთაურმა მიხეილ შაყულაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ახალმა გუბერნატორმა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

შიდა ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული 1976 წლის 10 ნოემბერს დაიბადა. პროფესიით სამართალმცოდნეა, ფლობს სამართლის დოქტორის ხარისხს. მიხეილ შაყულაშვილი იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აგრეთვე არის ასოცირებული პროფესორი ალტე უნივერსიტეტსა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში.

შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლის ბოლო გუბერნატორმა, ვალერიან მჭედლიძემ, პოსტი 20 მაისს დატოვა, ამ დრომდე, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე, სიმონ გულედანი ასრულებდა.

კვირის ამბები