„შინდისის გმირების“ მემორიალთან მისასვლელი გზის 2 728 მეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება იგეგმება, - შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა.
დაგეგმილი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 1 908 170 ლარს შეადგენს, დოკუმენტებით ირკვევა, რომ პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს უნდა დასრულდეს.
სატენდერო პირობების მიხედვით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ბეტონის საფარი უნდა მოეწყოს.
„სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე, რომელიც გადის მჭიდროდ დასახლებულ უბანში, შეადგენს 2 728 მეტრს. არსებულ გზაზე შემორჩენილია ძველი ასფალტი, რომელიც ექვემდებარება დაშლას. მოსაწესრიგებელია სანიაღვრე სისტემა, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები“, - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ცნობისთვის, აღნიშნულ ელექტრონულ ტედერზე წინადადებების მიღება 21 აგვისტოს დაიწყება და 26 აგვისტოს, 15:00 საათზე დასრულდება.