საზოგადოება
12.08.2022 14:32
ახალდაბაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია იგეგმება

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გზების რეაბილიტაციის მიზნით, მერიამ კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა.

როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, პროექტი ახალდაბაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციას გულისხმობს.

რაც შეეხება სატენდერო წინადადებების მიღების დაწყება-დასრულების პერიოდს, 21 აგვისტოს დაიწყება და 26 აგვისტოს დასრულდება.

გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 831 მეტრი, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი, 420 080 ლარია.

კვირის ამბები