რჩევები
12.08.2022 13:33
კალორიულია თუ არა სიმინდი და როგორ ჯობია მისი მირთმევა - მოხარშული თუ შემწვარი სახით

ზაფხული, ზღვაზე დასვენება თუ უქმეებზე ქალაქგარეთ გასვლა, ერთგვარად უკავშირდება სიმინდს. სიმინდის მოყვარულთა ნაწილი ამ პროდუქტს მოხარშულს ანიჭებს უპირატესობას, ნაწილს კი, ნაკვერჩხალზე შემწვარი ურჩევნია.

რამდენად კალორიულია სიმინდი და მის მომზადებასთან დაკავშირებით რა რჩევებს გვაძლევენ დიეტოლოგები:

სიმინდი ძალზე კალორიული მარცვლეული კულტურაა. ნედლი სიმინდი, დაახლოებით: 12% პროტეინს, 6% ცხიმს და 65-70% ნახშირწყლებს შეიცავს.

მაღალი კალორიულობის გამო, დიეტოლოგების უმეტესობა კვების მენიუდან სიმინდს თითქმის მთლიანად გამორიცხავს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობენ, რომ სიმინდს წონის დაკლებაში დახმარება შეუძლია და კალორიულობის მაჩვენებელი მხოლოდ მის შემცველობაზე კი არა, მომზადების წესზეც არის დამოკიდებული.

მეცნიერების მოსაზრებით, მოხარშული სახით მომზადებული სიმინდი არ მიიჩნევა მაღალკალორიულ პროდუქტად და მეტიც - მას წონის კლებაში დახმარება შეუძლია.

რაც შეეხება სიმინდის სასარგებლო თვისებებს, ეს პროდუქტი კანისა და თმის მდგომარეობას აუმჯობესებს, დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, ამასთანავე, არ აზიანებს ჯანმრთელობას და ფიგურას, შეიცავს უამრავ ბოჭკოს, რომელიც სხეულს ტოქსინებისგან წმენდს, წყალში ან ორთქლზე მოხარშული სიმინდი ორი ძლიერი ანტიოქსიდანტის, ლუტეინისა და ზეაქსანტინის წყაროა.

სიმინდის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ               ალერგიულმა, ჭარბი წონის მქონე და დიაბეტიანმა პირებმა.

კვირის ამბები