საზოგადოება
12.08.2022 12:45
კოშკებსა და რიეთში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - კოშკებსა და რიეთში, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ჭაბურღილებისა და რეზერვუარების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, სოფელში არსებული მოძველებული წყალმომარაგების სისტემა ვერ აკმაყოფილებდა არსებულ მოთხოვნას და რიეთში (100-მდე ოჯახი) და კოშკებში (85 ოჯახი) მცხოვრები ოჯახები, დღემდე, სასმელ წყალს საუბნო ონკანებიდან იღებს.

პროექტის მიხედვით, თითოეულ სოფელში მოეწყობა შიდაგამანაწილებელი ქსელი, დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველები, საქლორატოროები, ახალი ჭაბურღილები და რეზერვუარები.

კვირის ამბები