საზოგადოება
12.08.2022 11:24
კეთილმოწყობის სააგენტო გორში მწვანე საფარის მოვლა-პატრონობის სამუშაოებს ახორციელებს
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო გორში მწვანე საფარის მოვლა-პატრონობის ღონისძიებებს აქტიურ რეჟიმში ახორციელებს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ამ ეტაპზე, ქალაქის მასშტაბით შეწამვლითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„ღონისძიებების მიზანია სხვადასხვა მავნებლებისგან და დაავადებებისგან მცენარეების დაცვა. ამასთან ერთად, სკვერებსა და პარკებში საჭიროებისამებრ ირწყვება ნარგავები და ყოველდღიურად ითიბება ბალახიც.
მოგეხსენებათ, სააგენტოს მიერ, სკვერებში უკვე გამოიცვალა დაზიანებული გარეგანათების ნათურები. ხიდებზე, ბორდიურებსა და ქვეითთა გადასავლელებზე კი აქტიურად გრძელდება სამღებრო სამუშაოებიც“, - აცხადებენ კეთილმოწყობის სააგენტოში.
კვირის ამბები