ნუ დაადანაშაულებთ მაიმუნებს ,,მაიმუნის ყვავილის“ გავრცელებაში, გადაცემა ხდება ადამიანიდან ადამიანზე, - ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა გააკეთა.
მარგარეტ ჰარისის განცხადებით, ვირუსული ინფექციის გავრცელების ფონზე, გახშირდა მაიმუნებზე თავდასხმები, განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა ბრაზილიაში.
,,მაიმუნის ყვავილის” გავრცელებაში ნუ დაადანაშაულებთ მაიმუნებს. გადაცემა ხდება ადამიანებიდან ადამიანებზე. ცხოველებზე თავდასხმას, ჯობია, ადამინებმა იზრუნონ იმაზე, რისი გაკეთებაც შეუძლიათ დაინფიცირებისა და გავრცელებისგან თავის დასაცავად “, - აღნიშნა ჯანმოს სპიკერმა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაიმუნების მოწამვლის და მათზე თავდასხმის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.