საზოგადოება
07.01.2020 12:30
გორში ალილო დაიწყო

ამ წუთებში, გორის ქუჩებში ალილო მიმდინარეობს. მოზეიმეებმა მსვლელობა გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყეს. შობის მახარობლები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს მოივლიან და მოსახლეობას საუფლო დღესასწაულს მიულოცავენ.

ალილოს მსვლელობას, ტრადიციულად, გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია მიუძღვება. GMnews-ის ინფორმაციით, საზეიმო რიტუალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან და შობის მახარობლებს ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემენ. სასულიერო პირები, შეგროვილ ნობათს „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ბენეფიციარებს, უმწეოთა თავშესაფარს და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გაუნაწილებენ. ცნობისთვის, ალილოს ტრადიცია, 20 წლის წინ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ძალისხმევით აღდგა.

 

 

კვირის ამბები